ცოტნე გამსახურდია: არ მინდოდა მოყოლა, არ მინდა რომ გული გაგიტეხოთ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში... რა ძნელია უყურო ამ ყველაფერს...

10 Aug 2017 23:57

ცოტნე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი:



_არ მინდოდა მოყოლა, არ მინდა რომ გული გაგიტეხოთ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში...გახსოვთ, ფული რომ შევაგროვეთ სამშვილიანი დედისთვის?


~1300 ლარი შეგროვდა, აქაც დავდე ამონაწერი, თუ გახსოვთ. აგვისტოს პირველ რიცხვებში გადავეცი 400 ლარი და ვფიქრობდი ეს თანხა რამოდენიმე ნაწილად გამეყო, სანამ ჩვენი ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს წართმეულ სოციალურ დახმარებას აღვუდგენდით.


სამი დღეა მირეკავს და მაშანტაჟებს თავის ჭკუით, რაღაი ფული ეგულება,კბილები უკაწკაწებს. ვინ მოგცათ უფლება სურათი რომ გადაგვიღეთ და დადეთ ფეისბუქზე, სასწრაფოდ მომეცით მთლიანი თანხაო. თურმე ამ быдло-მ უნდა განკარგოს ჩემი და ჩემდამი მონდობილთა ფულით როგორი გრაფიკით დავეხმარები... არეკინებს ბავშვებს: ცოტნე ბიძია, დაგვიბრუნეთ "ჩვენი ფული", და ა.შ.


დღეს სიტუაცია შეიცვალა, მისი ნათესავებიც გამოჩენილან ფულის სუნზე, პოლიციისთვისაც დაუძახიათ: ჩვენი ფულით რესტორნებში გულაობსო. მათ თანხას ველოდი თურმე, რომ რესტორანში წავსულიყავი.


ახლა ვფიქრობ, დარჩენილი ჩვენი 900 ლარი დაავადებულ ბავშვთა ფონდს თუ მსგავს დაწესებულებას გადავურიცხო. მართლაც, ზოგს გულის მაგივრად ძღ... უდევს...


აი, ასეც ხდება... არც პირველია ეს და არც უკანასკნელი, მაგრამ რა ძნელია უყურო ამ ყველაფერს.


კომენტარები:

ფართი შოპი