მოსკოვში ფანჯრიდან გადმოვარდნილი კაცი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს

13 Apr 2020 04:36

მოსკოვში პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელიც მე-15 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.


გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცმა ფანჯრის რაფაზე სელფის გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ გადავარდა. ის კარნიზს მოეჭიდა. ბინაში მყოფმა ქალმა კაცის გადარჩენა სცადა, თუმცა ძალა არ ეყო. მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.


მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. გადარჩენილი და მისი მასპინძელი ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის რეჟიმის ფაქტზე ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინეს.


ვიდეო: https://vk.com/video254792090_456239154



კომენტარები:

ფართი შოპი