"ამ კადრებს ვეძებდი ბოლო დღეებში და მივაგენი როგორც იქნა - სააკაშვილის ისტორიული ნეგატიური გამოსვლა პარლამენტში"

14 Apr 2020 06:40

ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ "პოსტს" აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ამ კადრებს ვეძებდი ბოლო დღეებში და მივაგენი როგორც იქნა. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, სააკაშვილის ისტორიული ნეგატიური გამოსვლა პარლამენტში. შეგახსენებთ კონტექსტს:


ქვეყანაში რევოლუციაა მომხდარი და ახალი ხელისუფლებაა მოსული სულ 1 წელია. რეფორმის ტალღა ეკლესიასაც მოედო და დეკანოზ ბასილ კობახიძის გარშემო შექმნილია ჯგუფი, რომელიც ეკლესიის რეფორმირების აუცილებლობაზე და მასში არსებულ მანკიერებებზე ღიად საუბრობს. საპატრიარქოში მოკალათებული ჰომოსოვიეტიკუსები და ფანატიკოსები, რომლებიც დღეს თვითმკვლელობისკენ მიაქანებენ საქართველოს მოსახლეობას, უკიდურესად არიან შეფუცხუნებული და შეშინებული. ყველას აქვს განცდა, რომ ახალი ხელისუფლება მხარს ამ რეფორმატორთა ჯგუფს დაუჭერს და ეკლესიაში პოზიტიური გარდაქმნები დაიწყება, დაბრუნდება თეოლოგია, წერტილი დაესმება სიბნელეს, ფუნდამენტალიზმს, ილია მეორესეულ პრიმიტიულ ნაციონალიზმსა და სიზმარ-გამოცხადებებს, ეკლესია პროდასავლურ კურსს დაადგება და გამოვა რუსული გავლენიდან.


მაგრამ, ბრახ და ახალმა პრეზიდენტმა, მისი მრჩევლებითურთ, აირჩია ეკლესიის წინაშე მუხლებზე დადგომის მარტივი და უმახინჯესი გზა - 2005 წლის 10 თებერვალს, საპრლამენტო მიმართვისას სააკაშვილმა საპატრიარქოს მხარი დაიჭირა ღიად, ერთი გვარი არ უხსენებია ბასილ კობახიძის, თორემ ყველასთვის გასაგები იყო რაც მოხდა: რეფორმატორების ხელისუფლებამ რეფორმატორ გუნდს სოვაკი და შავრაზმელი საპატრიარქო არჩია. მიზეზი მარტივი: რეფორმატორები რაოდენობრივად ცოტა იყვნენ, ხოლო საპატრიარქო და მისი ხალხი მეტი. აი ასე ბოლშევიკურ და უნამუსო ფორმით დაიკარგა უდიდესი შესაძლებლობა ეკლესიის ანაფორიანი ბანდიტებისგან გაწმენდისა. აი ასეთი პოლიტიკური სპექტრი გვყავს 30 წელია. მე სულ ვამბობ, რომ დღეს რომ ეკლესია არ ემორჩილება კარანტინის წესებს, მათ ველურ ბუნებაზე მეტად, სახელმწიფოს და პოლიტიკური სპექტრის მეძავობის ბრალია.


P.S. რეფორმის მომხრეებს და პირადად დეკანოზ ბასილ კობახიძეს რაც დაემართა ამის შემდეგ, ძნელი მისახვედრი არ არის. მღვდლობის შეჩერება, ეკლესიიდან განდევნა, ზეწოლა ოჯახის წევრებზე, სამსახურებზე, რომელიც ეკლესიიდან მოდიოდა და სახელმწიფო მონაწილეობდა, ბოლოს კი ემიგრაციაში წასვლა. იცოდეთ და დააფასეთ რეალური გმირები და არა ისინი ვინც თავზე მოგახვიეს: ღარიბ ქვეყანაში ჯიპებით მოსიარულე , მოოქროვილი გუმბათების ქვეშ სიძულვილის გამავრცელებელი მორთულ-მოკაზმული ანაფორიანი არამზადები. ყანდური - ეს არის დღევანდელი ეკლესიის განზოგადებული სახე, რომლის ჩამოყალიბებაში უკლებლივ ყველა ხელისუფლებას თავისი წვლილი აქვს შეტანილი.


P.P.S. აქვე დავამატებ, რომ სააკაშვილის ვიდეო იმიტომ მოვძებნე, რომ მაშინ არსებობდა იმედი, მოლოდინი და მეტი მოთხოვნილება საზოგადოების მხრიდან და რომ არ გაკეთდა ამიტომ არის განსაკუთრებით სამწუხარო. ივანიშვილისნაირი რეტროგრადი მარგინალის მიმართ ასეთი მოთხოვნილება არასოდეს არ ყოფილა."- აღნიშნავს ასტამაძე. 



კომენტარები:

ფართი შოპი