არჩილ თალაკვაძემ და საჰიბა გაფაროვამ გლობალური პანდემიის პირობებში ქვეყნების მიერ გადადგმული ძირითადი ნაბიჯები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და ეკონომიკური ამოცანები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო პარლამენტების საქმიანობას და ჩართულობას COVID19-ის წინააღმდეგ რეაგირების პროცესში.
არჩილ თალაკვაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულება უსურვა.