StopCoV ფონდში 128 მლნ 280 ათასი ლარია მობილიზებული

15 Apr 2020 02:41

14 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128  მილიონ 280 ათასი ლარია მობილიზებული.


ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

 

·  ელსი ვაიკიკი * LC WAIKIKI, 100 ათასი ლარი

·  სს „ქართული ლუდის კომპანია“, 50 ათასი ლარი

·  Georgian Building Group • ჯორჯიან ბილდინგ გრუპი, 30 ათასი ლარი

·  სონნეთ ქონსთრაქშენი, 30 ათასი ლარი

·  სააქციო საზოგადოება  ლაღიძე, 7 ათასი ლარი

·  სს  „ბადიაური“, 3 ათასი ლარი

·  ფლორინგ გრუპი, 2 ათასი ლარი


ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV  ფონდში გადარიცხავენ.


სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.


სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.


ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.


StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.


ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund


მადლობა ერთიანობისთვის!

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი