პოლიციამ კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

15 Apr 2020 03:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით სახისა და ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას - 1955 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.



კომენტარები:

ფართი შოპი