რომან კაკულია: „ჩვენი კონტრიბუცია ერთიანი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისათვის არის მიმართული“

16 Apr 2020 01:40

„კონკრეტულ დახმარებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ პრემიერმა გააჟღერა. ორჯერ ითქვა ციფრი 1,5 მილიარდი, საიდანაც ერთი იქნება ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამებისათვის, არის ასევე, შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით ამ ციფრის, 1,5 მილიარდის ფარგლებში მოხდეს კომერციული ბანკებისათვის მხარდაჭერა, რომლებიც ასევე, თავის მხრივ, ბიზნესების ხელშეწყობისთვის იქნება მიმართული. 


რაც მთავარია, უნდა დაზუსტდეს დახმარების ის პაკეტები, გარდა იმისა, რაც უკვე გაჟღერებულია იგივე კომუნალურ დახმარებებთან დაკავშირებული პაკეტი. მაგრამ ყველა სოციალური ფენა რა ტიპის დახმარებას მიიღებს სწორედ, ამის დაზუსტებას ემსახურებოდა დღევანდელი დღე. ვფიქრობ, რომ დღეს ერთიანად, ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების გაჟღერება და ამას პრემიერი და მისი სპიკერები გააკეთებენ. ჩვენი კონტრიბუცია კი ერთიანი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისათვის არის მიმართული“, - აღნიშნულის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.



კომენტარები:

ფართი შოპი