საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა

16 Apr 2020 02:30

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა ძალაში შევიდა.


დადგენილი წესების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში სრულად გააკონტროლებს მიმოსვლის პროცესს.


საკონტროლო გამშვები პუნქტები თითოეული ამ ქალაქის შესასვლელებსა და გასასვლელებში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ და აკრძალულია იმ პირთა შესვლა, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ ტერიტორიულ ერთეულებში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.



კომენტარები:

ფართი შოპი