თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

16 Apr 2020 02:34

კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.


ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! გვჯერა ერთად დავამარცხებთ პანდემიას! - ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის.


საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.



კომენტარები:

ფართი შოპი