შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოსახლეობას ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და არსებულ სერვისებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა

16 Apr 2020 02:40

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას.


შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა დანაშაულის გამოვლენისა და პოლიციის დროული ინფორმირების პროცესში.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.


თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკეთ 112-ზე ან გამოიყენეთ 112-ის მობილური აპლიკაცია. მობილური აპლიკაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხ: http://112.gov.ge/index.php?m=147.


პოლიცია დროის ნებისმერ მონაკვეთში მზად არის რომ დაგეხმაროს. არ დამალო ძალადობა!


აღნიშნულის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში არსებული შეტყობინების მექანიზმების შესახებ და პოლიციისათვის დროულად მიმართვის უზრუნველყოფა.





კომენტარები:

ფართი შოპი