ბოდბის მიტროპოლიტ მეუფე იაკობს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურ სტატისტიკაში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადების კომენტირება სთხოვეს, რომელშიც პაატა იმნაძემ ქვეყანაში ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებაზე ისაუბრა.
"ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.