"მიმძიმს ამის დაწერა, მაგრამ სხვა გზა არ დატოვეთ"- ირმა ჭკადუა

18 Apr 2020 02:41

"მიმძიმს ამის დაწერა, მაგრამ სხვა გზა არ დატოვეთ!


ჩვენს უწმინდესს იმდენჯერ ატკინეს გული, იმდენჯერ დააყენეს არჩევანის წინაშე უპასუხისმგებლო პოლიტოკოსებმა, რომ უკვე სათვალავი აგვერია. თუ არ შეგიძლიათ პირობის შესრულება და ამ კრიტიკულ სიტუაციაში ოქროს შუალედის პოვნა, ბოდიში მაინც მოიხადეთ და შენდობა ითხოვეთ! უკვე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ თქვენმა არათანმიმდევრულმა ქმედებებმა მართლმადიდებლების დევნის რეალობამდე მიგვიყვანა. გადახედეთ სოციალურ ქსელებს და ამაში თავადაც დარწმუნდებით !! არსებული რეალობიდან, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სახელმწიფომ ღიად თქვა უარი ეკლესიის და მრევლის დაცვაზე, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით, მრევლს, ფაქტობრივად, სრულად შეეზღუდა აღმსარებლობის უფლება და ამის ფონზე, ხდება აღვირახსნილი პროპაგანდის წახალისება, დავიღალეთ მორწმუნე ადამიანები დაცინვით!! ეკლესიის მიერ ჩატარებული ყველა რიტუალი, ამ ქვეყანაში, უმალვე ხდება დაცინვის სამიზნე გარკვეული ჯგუფების მხრიდან! ეს იყო ქალაქის ქუჩების კურთხევა, თუ სხვა, რელიგიური რიტუალები, რომელსაც ეკლესია, ომების და დიდი კატასტროფების დროს, საუკუნეების მანძილზე აღასრულებდა. აღარაფერსვამბობ ღია მოწოდებებზე, ეკლესიის დახურვასთან დაკავშირებით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებას ეს აღვირახსნილი პროპაგანდა დისკომფორტს არ უქმნის და მეტიც, ნებსით თუ უნებლიეთ, თავდასხმებს ეკლესიაზე ახალისებს, თავისი უგუნური ნაბიჯებით. 


სწორედ ამ გაუაზრებელი, ზედაპირული პოლიტიკის დამსახურებაა ის ჩიხიც, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით. ვსვამ შეკითხვას და ვითხოვ საჯარო პასუხს: მაშინ, როცა, ბოლო ერთი კვირაა, საპატრიარქოში დაიწყეთ შეხვედრები და იმის გარკვევა, როგორ ჩატარდებოდა ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულები, მაინტერესებს, სად იყავით მანამდე? რატომ მიიჩნიეთ, რომ უმნიშვნელო იყო, ამ პანდემიასთან ბრძოლაში, ეკლესის როლი?? ჩვენ ვიცით, რომ შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც შედიან ეპიდემიოლოგი ექიმები, რამდენიმე მინისტრი და ა.შ. ვსვამ კითხვას: რატომ ვერ გამოინახა ამ კომისიაში ერთი ადგილი მაინც, საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისთვის?? თუ, ამ მძიმე პროცესში, ეკლესიის მონაწილეობა მნიშვნელოვნად, მხოლოდ გასულ კვირას დაინახეთ და დაიწყეთ საპატრიარქოს კარების თავით მტვრევა? რატომ აძლევდით ფუჭ დაპირებას პატრიარქს? ეს კითხვები პასუხგაუცემელია დღეს, მაგრამ აუცილებლად მოგიწევთ, ამ ყველაფერზე, ახსნა-განმარტების გაკეთება.. 


და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს პატრირქს შენდობა, მინდა ბოდიში მოვუხადო როგორც რიგითმა მართლმადიდებელმა: გვაპატიეთ, გვაპატიეთ, გვაპატიეთ თქვენო უწმინდესობა, რადგან ჩვენ, არ ვიმსახურებთ იმ სიწმინდეს, რომელსაც თქვენ ატარებთ!"



კომენტარები:

ფართი შოპი