Channel 12: აშშ-ის სპეცსამსახურებმა ისრაელი და ნატო უხანში კორონავირუსის აფეთქებაზე გასული წლის ნოემბერში გააფრთხილეს

18 Apr 2020 03:27

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ისრაელი და ნატო უხანში კორონავირუსის აფეთქებაზე გასული წლის ნოემბერში გააფრთხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური გამოცემა The Times of Israel ადგილობრივ „მე-12“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.


ისრაელის „მე-12“ არხის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია ისრაელმა გასული წლის ნოემბრის მეორე ნახევარში მიიღო. გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია საინტერესოდ არ მიიჩნია. ამავდროულად, ვაშინგტონში გადაწყვიტეს მიღებული მონაცემები ნატოსა და ისრაელისთვის გადაზეცათ.


არსებული ინფორმაციით, ისრაელელმა ჩინოვნიკებმა ამერიკელი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია მიიღეს, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს.



კომენტარები:

ფართი შოპი