„ირანელი ანჯელინა ჯოლი“ ციხეში კორონავირუსით დაინფიცირდა

18 Apr 2020 03:30

ინტერნეტვარსკვლავი ფატიმა ხიშვანდი, რომელსაც მსოფლიო მედიამ „ირანელი ანჯელინა ჯოლი“ შეარქვა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცაის ამის შესახებ გამოცემა Al Bawaba ავრცელებს.


ხიშვანდის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კორონავირუსით ციხეში დაინფიცირდა, სადაც ის ღვთის გმობისა და უკანონო გამდიდრების ბრალდებით მოათავსეს. თავდაპირველად ხიშვანდი საკარანტინო იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მისი ჰოსპიტალიზაცია მოეხდინა.


უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ფატიმა ხიშვანდი თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიამაციაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.


"იმედინიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი