ენითაუწერელი ტრაგედია: მარტვილში 9 თვის ფეხმძიმემ თავი მოიკლა

18 Apr 2020 03:36

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, 24 წლის 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სხვა დეტალები არ ხმაურდება.


გარდაცვლილს 4 წლის ვაჟი დარჩა.


„რა გითხრათ, ისე ვინერვიულე, მაღალი წნევა მაქვს. დეტალებზე არ მსურს საუბარი”, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა, გენადი კვაშილავამ.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


პრაიმტაიმი


კომენტარები:

ფართი შოპი