"უსიმპტომო კოვიდს მკურნალობა არ სჭირდება!!! მაქსიმუმ პარაცეტამოლი!"

18 Apr 2020 03:47

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:


“თბილისელო კოლეგებო,


არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.


პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.


და კიდევ, პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ.


ასკაციანი კვლევების შედეგები დაიდება მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის საპირწონედ.


და ბოლოს, კლინიკური გზამკვლევი არ არის დოგმა. ყოველ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. უსიმპტომო კოვიდს მკურნალობა არ სჭირდება!!! მაქსიმუმ პარაცეტამოლი; ისიც მხოლოდ თავისა და კუნთების ტკივილებისა და ცხელებისათვის.


გვახსოვდეს: არ ავნო!!!


P.S. პროტოკოლების ყოველდღიური რევიზია უნდა მოხდეს, რადგან ლიტერატურა შეუჩერებლად, ყოველდღიურად ახალ მონაცემებს იძლევა; უაღრესად დინამიურია სიტუაცია და პროტოკოლიც ასეთივე უნდა იყოს.”



კომენტარები:

ფართი შოპი