საარჩევნო ადმინისტრაცია სოციალურად დაუცველ 19 ოჯახს დაეხმარა

18 Apr 2020 04:21

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან 19 ოჯახს დაეხმარა. თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოჯახებს საკვები პროდუქტების შესაძენი ბარათები საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.


საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში და პერიოდულად დახმარებას უწევს გაჭირვებულ ოჯახებს. წელსაც, უწყებამ გაითვალისწინა ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებითა და წესების დაცვით განახორციელა სოციალური აქცია. ცესკო მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ ღონისძიებებში.



კომენტარები:

ფართი შოპი