ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში პოლიცია საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს

18 Apr 2020 04:24

ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში პოლიცია საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.


ქალაქ ბოლნისის და სოფელ რაჭისუბანის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.


საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.


შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.


პოლიცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფს.


პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.


საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.



კომენტარები:

ფართი შოპი