"საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!" - თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა

18 Apr 2020 04:38

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.


"საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!" - ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის.


საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში გაანათა.



კომენტარები:

ფართი შოპი