სიმონ პეტრიდისი - უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიზისულ სიტუაციებში შშმ პირთათვის ადეკვატური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორებას

19 Apr 2020 02:16

საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა "ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელის" სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, დისტანციურად გაიმართა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ვირუსით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარების პერსპექტივები და სამომავლო ინიციატივები.

 

როგორც შეხვედრისას სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიზისულ სიტუაციებში შშმ პირთათვის ადეკვატური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორებას.

 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას გააღრმავებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი