"ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე მსოფლიო კორიფეები არიან"- გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

20 Apr 2020 03:17

ჩვენი კოლეგები ყველანაირ საშუალებას ფლობენ იმისთვის, რომ ეს პროცესი სათანადოდ მართონ. მე უდიდესი მოკრძალებითა და პატივისცემით მინდა მოვიხსენიო ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე. ესენი არიან მსოფლიო კორიფეები და მათ ჭკუას ეკითხება მსოფლიო წამყვანი სამედიცინო ინსტიტუტები, - ამის შესახებ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ქირურგმა, პროფესორმა, გიორგი გრიგოლიამ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, მათ რომ ჭკუის სწავლა დაუწყოს ვინმემ, უხერხულია და ეს დამღუპველია ქვეყნისთვის და ყველას არასწორი გზით წაიყვანს.


„ის შედეგები, რაც დღეს გმირმა ქართველმა კოლეგებმა, მებრძოლებმა ექიმებმა, მედპერსონალმა დადეს და ანახეს მსოფლიოს, გაოცებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დავაფასოთ“ - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი