ქალაქ გარდაბანში, სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბლიტაცია 73 ათას 700 ლარი დაჯდა

14 Aug 2017 18:12

ქალაქ გარდაბანში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ნიკა 2014“-მა 73 700 ლარად შეასრულა.


სამუშაოების შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს, გაკეთდა ახალი მემორიალური დაფები, სადაც ომში დაღუპულთა სახელი და გვარებია ამოტვიფრული, დაირგო ზეთისხილისა და კვიპაროსის ჯიშის ხეები, აგრეთვე დამონტაჟდა ღამის განათებები.


/ჟურნალისტ ლაშა მესხის ფოტო/


კომენტარები:

ფართი შოპი