20 აპრილს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 2020 წლის სეზონზე  პირველი სროლები განახორციელა

21 Apr 2020 16:31

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 2020 წლის სეზონზე პირველი სროლები განახორციელა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 20 აპრილს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 255 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 70-მდე რაკეტა გაისროლა.


 დღის მეორე ნახევრიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის და ყვარლის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების დიამეტი 21 მმ იყო.


აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:53 საათიდან 18:07 საათამდე სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.


ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.



კომენტარები:

ფართი შოპი