პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ პირს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

21 Apr 2020 16:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ა.ს., მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.


დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი