პროტესტის ნიშნად, აღმაშენებელზე ბარები და კაფეები დაიხურა!

14 Aug 2017 18:23

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბარების ნაწილი პროტესტის ნიშნად დაიხურა. პროტესტის მიზეზი მერიის გადაწყვეტილება, გახდა, დედაქალაქის მთავრობამ ბარების მეპატრონეებს საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და სოლიდური ჯარიმით დაემუქრა. 16 ბარიდან 14-ის მფლობელი უცხოელია, ბარების მეპატრონეები ამბობენ, რომ მხოლოდ აღნიშნულმა 16-მა ბარმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო დანარჩენი ბარები დღეს ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას. ისიი ვარაუდობენ, რომ ამ საკითხში შერჩევითი სამართალი მოქმედებს და ხდება არაპირდაპირი ზეწოლა უცხოელ ინვესტორებზე, წერს ,,ნიუპოსტი”.


ბარების ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით კი გაფრთხილებები იმ ბარებმა მიიღეს, რომლებსაც ბარის ვიზუალის შეთანხმებასთან დაკავშირებით მერიაში შესაბამისი პროცედურები არ დაუწყიათ.


"ალია"


კომენტარები:

ფართი შოპი