თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

22 Apr 2020 02:49

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.


ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას - ამ მესიჯს საქართველო სომხეთს უგზავნის.


საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.



კომენტარები:

ფართი შოპი