დედამიწის დღესთან დაკავშირებით სოციალური მედია-ინიციატივების განხორციელება იწყება

22 Apr 2020 14:19

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე  გლობალურ ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სოციალურ მედია ინიციატივას.


„ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია ჩOVID 19-სკენ, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხების მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში და, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევისას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.


დედამიწის დღის 50-ე დაბადების დღისათვის ყველაზე აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხთა შორის შერჩეულია კლიმატის ცვლილება, როგორც დღეისათვის დედამიწის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.


„2020 წელს, დედამიწის დღის თემა კლიმატის ცვლილებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას, რომლის დასაცავად თითოეულ ჩვენგანს დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაეხმარება ქვეყანას კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს ბევრ საინტერესო ონლაინ აქტივობას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


,,დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და მას შემდეგ ყოველ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.


დამატებითი ინფორმაცია ფაქტები და მონაცემები



·   კლიმატის ცვლილებას მრავალმხრივი გავლენა აქვს ინფექციური დაავადებების წარმოქმნაში;


·   კლიმატის ცვლილების შედეგად მცირდება ბიომრავალფეროვნება, რომელიც იცავს ეკოსისტემებს ინფექციური დაავადებებისგან. თუ შევაჩერებთ კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას, დავეხმარებით არამხოლოდ ბუნებას, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც;


·    2019-მა წელმა დაასრულა განსაკუთრებულად ცხელი ტემპერატურის ათწლეული, რომელმაც გამოიწვია ყინულების დნობა და ზღვის დონის მომატება სათბურის ეფექტის შედეგად;


·    ტრანსპორტის, საკვების და ენერგიის მოხმარების სწორი არჩევანის გაკეთების გზით ჩვენ ჩეგვიძლია შევამციროთ დაბინძურება და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა;


·   თუ გლობალური დათბობის შედეგად ტემპერატურამ 1.5°ჩ-ით მოიმატა მოსალოდნელია გვალვების, შტორმების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება;


·   იმისთვის, რომ გლობალურმა დათბობამ არ გადააჭარბოს 1.5°ჩ-ს 2030 წლამდე ყოველწლიურად ატმოსფერული დაბინძურება უნდა შემცირდეს 7,6%-ით;


·    მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნები შეუერთდნენ კონვენციას, რომლის თანახმადაც 2030 წლამდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°ჩ-ით უნდა შეიზღუდოს და შემცირდეს სათბურის აირების ოდენობა. ამ დოკუმენტს ეწოდება „პარიზის შეთანხმება“;



დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება.



გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ 2009 წელს მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა და ამ გზით შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ თარიღს ადრეც აღნიშნავდნენ.


ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1970 წლიდან იღებს, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ დაიწყო არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება. იმ დროს გარემოს დაცვა პოლიტიკურ დღის წესრიგის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.


ორი წლის შემდეგ, ადამიანის საარსებო გარემოს შესახებ გაეროს კონფერენციამ, რომელიც 1972 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, სათავე დაუდო ადამიანებს, სხვა ცოცხალ სახეობებსა და ჩვენს პლანეტას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების საყოველთაოდ აღიარებასა და გაცნობიერებას. ამავე კონფერენციაზე 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და შეიქმნა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა.


მას შემდეგ, განსაკუთრებით გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე ამაღლდა და ამ მოძრაობამ გლობალური ხასიათი მიიღო, მას 140-ზე მეტი სახელმწიფო სხვადასხვ გარემოსდაცვითი პლატფორმების საშუალებით მიუერთდა.


1992 წელს, რიო დე ჟანეიროს მსოფლიო სამიტზე, 178-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერმა დაამტკიცა დღის წესრიგი 21, რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარებაზე და ტყეების მდგრადი მართვის პრინციპები. ეს იყო პირველი კონფერენცია, რომელზეც მდგრადი განვითარება განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა.


მას შემდეგ გარემოს დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაძლიერდა: 2002 წლის მსოფლიო სამიტი იოჰანესბურგში; 2008 წლის დედამიწის საერთაშორისო წლად გამოცხადება; დედამიწის დღის შესახებ გაეროს ოფიციალური დეკლარაცია, რითიც ის დედამიწის აღნიშვნის სხვა პლატფორმებს მიუერთდა;  რიო+20, რომელიც საფუძვლად დაედო მდგრადი განვითარების განხორციელების პრაქტიკული ღონისძიებების ამსახველ პოლიტიკურ დოკუმენტს, 2019 წლის კლიმატის სამოქმედო სამიტი და ჩOP25-გაეროს კონფერენცია კლიმატის შესახებ, რომლებიც პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურებოდა.



კომენტარები:

ფართი შოპი