"როდემდე შეიძლება მწერალ კაცებს ყველა საინტერესო ქალი გიჟი ეგონოთ? უკვე მეცინება..."

14 Aug 2017 18:51

ბაია პატარაია, კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი:


ამ ბოლოს მეთქი აბა რას წერენ ქალებზე კაცი მწერლები და დავიწყე ფლობერიდან და ტოლსტოიდან და ნუ იქ კიდევ კრიტიკას მაინც დაწერდა ადამიანი, ძლიერ და სუსტ მხარეებზე ისაუბრებდა, მაგრამ ბოლოს რომ ლიოსას "ცუდი გოგოს ოინები" და ბუკოვსკის "ქალები" წავიკითხე, კინაღამ გული ამერია. ჯერ ერთი ეს ბოლო ორი წიგნი კაცებზეა და არა ქალებზე, მეორეც დამტანჯა მწერლების უვიცობამ ამ საკითხზე. როდემდე შეიძლება მწერალ კაცებს ყველა საინტერესო ქალი გიჟი ეგონოთ??? )))))) უკვე მეცინება.


მგონი უნდა შევეშვა ამათი ნაცოდვილარის კითხვას, ან ვინმე თანამედროვე მწერალი კაცი მირჩიეთ, ვისაც ქალზე წერა შეუძლია, ოღონდ ვერბალური ონანიზმის და ყველაფრის სიგიჟით ახსნის გარეშე.


სერიიდან: ქალთა სახეები მსოფლიო ლიტერატურაში. 


პ.ს. ქალებო წერეთ ♡ მეტი წერეთ ♡


კომენტარები:

ფართი შოპი