ნიკა ბეგაძის ცხედარი სავარაუდოდ ნაპოვნია

14 Aug 2017 19:01

გუშინ ისლანდიაში, მდინარე ჰვითაში ცხედარი იპოვეს. არსებობს ვარაუდი რომ შესაძლოა ცხედარი 19 ივლის გაუჩინარებლი რუსთაველი, 22 წლის ნიკა ბეგაძეა. ამ დროისთვის საქმეზე ძიება მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ისლანდიის სამხრეთ პოლიციის დეპარტამენტი, საკუთარ facebookგვერდზე აქვეყნებს.  


რუსთაველი ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.


ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარეტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახაავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახია მისი პირადინივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი.



"ინფო რუსთავი"


კომენტარები:

ფართი შოპი