"დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას..." - ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი წერილს ავრცელებს

14 Aug 2017 19:06

თამარ ჩარკვიანი, ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დედის – ირმა ჩხეიძის სამადლობელ წერილს ავრცელებს.



_დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას, მან მთხოვა გადმომეცა უდიდესი მადლობა, ჯანსუღის გულშემატკივრობისთვის, 


ყველა ჟურნალისტს, მწერალსა თუ პოეტს, რეჟისორსა თუ პუბლიცისტს, ყველა მოქალაქეს, დიასახლისს თუ მსახიობს, ექიმსა თუ მუსიკოსს, პედაგოგსა თუ პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს, მთელს ჩვენს დიდ სამეგობროს ფ.ბ.-ში, დიდ მადლობას მოგახსენებთ, ასეთი სიყვარულისთვის, მიწამდე თავს გიხრით 81 წლის ირმა ჩხეიძე. “ამისთვის ღირდა სიცოცხლე”,- პატივისცემით ჯანსუღის მეუღლე ი. ჩ .(2017-14 აგვისტო)“, – აღნიშნულია ირმა ჩხეიძის სამადლობელ წერილში.


ცნობისათვის: პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. იგი მოულოდნელად გახდა ცუდად და ინსულტით მოათავსეს კლინიკაში.


როგორც მისმა შვილმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული „ძალიან ცუდი პასკვილი მამაზე“,  „როცა ეს პასკვილი წაიკითხა, მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი უკვე ცუდად იყო. მძიმე ინსულტი აქვს, მძიმეა მისი მდგომარეობა.


კომენტარები:

ფართი შოპი