ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

15 Aug 2017 15:49

ლონდონის მეტროპოლიტენის სადგური ჰოლბორნი ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ამუშავების შედეგად დაიხურა. ამის შესახებ ლონდონის სატრანსპორტო ოპერატორის საიტზეა ნათქვამი. 


როგორც უწყებაში აღნიშნეს, მეტროსადგური დაიხურა, ვინაიდან აუცილებლობა იყო რეაგირება მომხდარიყო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ამუშავებაზე. 


შედეგად, სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინციდენტი გაფუჭებულ მატარებელს უკავშირდება. 


წყარო: ipn


კომენტარები:

ფართი შოპი