წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიმართავს.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების ინფორმირების და კონსულტაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო. გვიკავშირდებიან მოქალაქეები და ჩვენ მათ ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
იმ მოქალქეების საყურადღებოდ კი, ვისაც არ ჰქონდა აღნიშნული საინფორმაციო საშუალების შესახებ ინფორმაცია მინდა განვმარტო: წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით სამართლებრივი დოკუმენტაციების მომზადებაში, სათანადო უწყებებთან კომუნიკაციაში, გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში და სხვა, თქვენთვის საჭირო ტექნიკური დეტალების გარკვევაში.
დაგვიკავშრდით წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ტელეფონის ნომერზე: +995 571 012 777“- აღნიშნულია დეპუტატის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" გაკეთებულ განცხადებაში.