"მოვითხოვ, სოციალურ აგენტებს აპრილის თვის ხელფასი აუნაზღაურდეთ წინა სამი თვის ხელფასის საშუალოს მიხედვით და მომდევნო თვეებში მათი გაორმაგებული შრომა იქნეს დაფასებული პრემიებით"- თეონა ჭალიძე

29 Apr 2020 21:53

,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე განცხადებას ავრცელებს:


"სოციალურ აგენტებს 80 ლარი ჩაერიცხათ ხელფასი, ხოლო ვისაც დაზღვევაც ჰქონდა მხოლოდ 50 ლარი მიიღეს. დიახ არ გეჩვენებათ, იმ ადამიანებს ვინც ახლა წელში უნდა გაწყდეს რომ ასობით და ათასობით ოჯახის სოციალური მდგომარეობა აღწეროს, მერე რომ მთავრობის სოციალური დახმარება მიიღონ ან საარსებო შემწეობა ჩაერიცხოთ. თვითონ სოციალური აგენტები დაჩაგრა დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ.


ესაა უნამუსობა და დანაშაული. მაშინ როცა არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლოგიკურია რომ სოციალური აგენტები თავიანთ საქმიანობას ვერ განახორციელებდნენ. მათ ტრანსპორტირებაზე არ უზრუნია სოცოალური მომსახურების სააგენტოს.


გიორგი წოწკოლაურს ასევე არ უზრუნია სოციალური აგენტების უსაფრთხოებაზე და მათ სათანადო აღჭურვაზე ვირუსისგან თავის დასაცავად. მაშინ როცა სოციალურ აგენტებს უწევთ ბევრ ოჯახში, ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია. 


მოვითხოვ აპრილის თვის ხელფასი აუნაზღაურდეთ წინა სამი თვის ხელფასის საშუალოს მიხედვით და მომდევნო თვეებში მათი გაორმაგებული შრომა იქნეს დაფასებული პრემიებით. ასევე სრულად იყვნენ უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით და მათი ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრას სასწრაფოდ, რადგან ათასობით ოჯახი არის სოციალური აგენტების მოლოდინში, სწორედ მათ ვიზიტზეა დამოკიდებული ამ ოჯახების არსებობა."-  წერს თეონა ჭალიძე.



კომენტარები:

ფართი შოპი