დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის ამ მასშტაბით გაღებული ქველმოქმედება უპრეცენდენტოა მთელს მსოფლიოში

29 Apr 2020 22:52

„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან,  მართლაც უპრეცენდენტო მასშტაბისაა და  ეს არაერთგზის იქნა დაფიქსირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და არაერთი გამომცემლობის მიერ“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.


დეპუტატი გავლენიან გამოცემა „The Telegraph”-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.


„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება უკვე გლობალური მასშტაბით არის დანახული. საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის ამ დონის, ამ მასშტაბის გაღებული ქველმოქმედება უპრეცენდენტოა მთელს მსოფლიოში, რისთვისაც  მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად, ამ ფონდისთვის შესაბამისი თანხები გაიღო და დაეხმარა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი