რამდენ ხანში უნდა გამოცვალოთ სამზარეულოს ღრუბელი

15 Aug 2017 16:42

გაინტერესებთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი რა დროის განმავლობაშია უსაფრთხო?


თუ დღემდე მას თვეში ერთხელ ცვლიდით, დროა უფრო მალე „დაემშვიდობოთ". გერმანელმა მკვლევარებმა შეისწავლეს სამზარეულოს 14 ღრუბელი და თითოეულ მათგანზე დიდი რაოდენობით ბაქტერია აღმოაჩინეს. თუ მას რეცხავთ დროს ტყუილად კარგავთ, რადგან ამ გზით ღრუბელს ბაქტერიებისგან ვერ გაათავისუფლებთ.


თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია, გამოცვალოთ ღრუბელი კვირაში ერთხელ. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ღრუბელი იზიდავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ამასთან, სამზარეულოში და განსაკუთრებით იქ, სადაც ღრუბელს ინახავთ უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე სააბაზანოში.  


კომენტარები:

ფართი შოპი