საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" 1800-ზე მეტმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მიიღო, რომლებმაც გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი ერაყსა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით შეიტანეს.
მინისტრის ბრძანების თანახმად, სამხედრო სამსახურის უმწიკვლოდ შესრულებისათვის 680-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები - „უმწიკვლო სამსახურისათვის" მიიღო. წლის განმავლობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის კი, 90 სამხედროზე მეტი სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების დღეს მათ მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცათ.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 24 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.