ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

30 Apr 2020 23:12

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ავჭალაში, ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსში გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  წყალარინების გარე  ქსელი მოწესრიგდა. ამჯერად კი გლდანის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 1 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  55 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.


ამასთან,  სარაჯიშვილის N7 - ილორის N12  კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 110 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.


სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც  გლდანის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

                                                                                                                                     


კომენტარები:

ფართი შოპი