ირაკლი სესიაშვილი: „ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი“

01 May 2020 00:59

„დღეს, 30 აპრილს, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის ძალების დაარსების დღეს აღნიშნავს! სამწუხაროდ მისი შექმნის პირველივე დღეებიდანვე აქტიურად მოუწია ახლად ჩამოყალიბებულ ჯარს სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა. იყო აფხაზეთი, იყო სამაჩაბლო, იყო 2008 წლის ომი, წარმატებული საერთაშორისო მისიები და ოპერაციები. შექმნის დროიდან მოყოლებული ქართული არმიის ისტორია გმირობის და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არა ერთი მაგალითის მომსწრეც არის. დღეს, ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი და ეს არა ერთხელ დაადასტურა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროსაც, სადაც იგი დღემდე სამაგალითო პარტნიორია“, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ახლაც,  როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და ეპიდემიას ებრძვის, ჩვენი ჯარისკაცები უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„მინდა ეს დღე მივულოცო ყველა თაობის ღირსეულ ჯარისკაცს, გენერალს, ოფიცერსა თუ სერჟანტს. ყველას ვისაც ქართული ჯარის წარმატება უხარია“, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი