ირაკლი ბერაიას და გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

01 May 2020 01:05

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიასა და საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და გაერო-ს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე პანდემიით გამოწვეული ვითარება, საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯები.


გაერო-ს წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების COVID  19 - ის საპასუხოდ გატარებულ ზომებს მაღალი შეფასება მიეცა.



კომენტარები:

ფართი შოპი