ბექა ლილუაშვილი - ჩვენი ხელისუფლების მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები იყო, იმ წარმატების საფუძველი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით

01 May 2020 18:04

ყველა თანხმდება, რომ მთავარია სწორად შერჩეული დრო, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები იყო, მათ შორის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, იმ, შედარებით, წარმატების საფუძველი, რომელიც დღეს გვაქვს. 28 იანვარს დაიწყო ინსტისტუციური მექანიზმების შექმნა, იმისთვის, რომ გვემართა ეს პროცესი და გადაიდგა პირველი ნაბიჯები, რომ გვეზრუნა ქართულ ბიზნესსა და მეწარმეებზე. განხორციელდა გადაუდებელი ნაბიჯები, დაახლოებით 400 მლნ ლარის რესურსის მოცულობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 


მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია.


„მთავრობის მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ მუდმივად იყოს კომუნიკაციაში ბიზნესთან, როგორც ვირუსამდე, ისე დღეს. მთავარი პრობლემა დღეს რაც მათ წინაშეა ეს არის ფინანსური რესურსის პრობლემა, რადგან ვირუსი შეეხო ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და ხარჯავდნენ შემოსავალს, ეს პროცესი ახლა არ არის, მოთხოვნის ნაწილშია პრობლემა და მეორეს მხრივ, ლოჯისტიკური ნაწილი, ანუ მიწოდების შესაძლებლობაც შეზღუდულია, რადგან მთავარი არის ადამიანის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, მოგვიაიწია მსგავსი ზომების მიღება. მთავარი გამოწვევაა ის, რომ შემოსავლები ბიზნესში აღარ არის იმდენი, რამდენიც იყო, თუმცა მიმდინარე ხარჯები იგივე სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც საბანკო სესხის ან ხელფასის მომსახურების მიმართულებით და გადახდის მიმართულებით არის აქტუალური, რასაც ბიზნესი ასახელებს, როგორც მთავარ პრობლემას. ეს არის ზოგადი გამოწვევა. აგრეთვე, ეკონომიკაზეც აქვს ამ პროცესს ზეგავლენა რაზეც პრემიერმა დეტალურად ისაუბრა, როდესაც ჰქონდა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია გუნდთან ერთად. გამოწვევაა ის, რომ ეკონომიკის შემცირება მოსალოდნელია 4%-ით და მთლიანი ფინანსურის საჭიროება, რაც გვაქვს კრიზისის პერიოდში ესაა დაახლოებით 3.7 მლრდ ლარის რესურსი, რომლის მობილიზებაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი