ირაკლი ბერაია reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე - ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი საქართველოზე საუბრობს, როგორც ალიანსისთვის ერთ-ერთ სანდო და საიმედო პარტნიორზე

02 May 2020 02:04

„კეროლ კარსკი  საქართველოზე საუბრობს, როგორც ალიანსისთვის ერთ-ერთ სანდო და  საიმედო პარტნიორზე. სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარდა უმნიშვნელოვანესო  ეკონომიკური და  ანტიკორუფციული რეფორმები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების დ ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით  ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ აქცია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტარის, კეროლ კარსკის  reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიას.


მისივე თქმით, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გლობალური მასშტაბის პანდემიისა, ტრადიციული საფრთხეები არ შემცირდება და ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა არც უნდა იფიქრონ სამხედრო ხარჯების შემცირებაზე.


„სტატიაში ხაზგასმულია  ალიანსის პროდასავლური პარტნიორების და განსაკუთრებით საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც მოწინავე ქვეყანაა ალიანსის პარტნიორებს შორის“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი