შალვა კიკნაველიძე: უნდა ვეცადოთ და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარება-პოპულარიზაციას

02 May 2020 23:19

ზესტაფონში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების პარალელურად საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

სოფელ ქვედა საქარაში მიმდინარე ხვნა-თესვის სამუშაოებს, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

უმრავლესობის წევრი ხვნა-თესვის პროცესთან დაკავაშირებული  სიტუაციითა და ამ მიმართულებით არსებული სირთულეებით დაინტერესდა. შალვა კიკნაველიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მსოფლიო პანდემიამ და მისმა შედეგებმა მსოფლიოს დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა.

 

"სოფლის მეურნეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის სტაბილური ეკონომიკური განვითარების გარანტია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ სფეროს ხელშეწყობას და, შედეგად, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს არაერთი წარმატებული სტარტაპის მაგალითი. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს დღის წესრიგი და პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ვირუსის პრევენციის მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოები არ შეჩერდეს. უნდა ვეცადოთ და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარება-პოპულარიზაციას. ჩვენს მოქალაქეებს ყველანაირი პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი, რომ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ სეზონური სამუშაოები"-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი