სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 1 მაისს კახეთში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

03 May 2020 02:13

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში 1 მაისს სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა, დამუშავებულია 786 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასები, რისთვისაც სისტემამ რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლა.


დღის მეორე ნახევარში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან მოძრავი ფრონტალური ღრუბლის მასები რეგიონში ორ ეტაპად შემოვიდა და მოიცვა გურჯაანის და ახმეტის რაიონები. მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურით დაკვირვებამ აჩვენა, რომ კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების დიამეტრი 14 მმ იყო.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ პირველ ეტაპზე 19:34 დან 20:27 საათამდე გურჯაანის რაიონში, მეორე ეტაპზე კი 2 მაისის დილის 04:19 დან 05:50 საათამდე ახმეტის რაიონში ღრუბლის მასები რამდენიმე ათეული რაკეტით დამუშავდა.

ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა.



კომენტარები:

ფართი შოპი