რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან?

04 May 2020 19:31

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:


► ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;


► ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;


► ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.



► ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?


არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.


► დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?


არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.


► დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?


არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.


► ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?


დიახ.


► ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?


დიახ.




კომენტარები:

ფართი შოპი