ცოტნე ზურაბიანი პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმიანობას გაეცნო

05 May 2020 18:22

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყაჩირში იმყოფებოდა. დეპუტატი, ტყაჩირის გამგებელთან, დავით ადამაძესთან, წყალტუბოს მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ დონეზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმიანობას გაეცნო.


პატრიკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყაჩირში სასათბურე მეურნეობა დავათვალიერეთ. სასათბურე მეურნეობა ამავე სოფლის მკვიდრს, მამუკა ჩხობაძეს ეკუთვნის. ადგილზე, მწვანილის, კიტრის და პომიდვრის მოსავლის მოყვანის პროცესს გავეცანით. 


იმავე სოფელში, ასევე გავეცანით კოოპერატივ „დოვლათის“ საქმიანობასა. აღნიშნულ კოოპერატივს 400-მდე ფუტკრის ოჯახი ჰყავს. ახლო მომავალში გეგმავენ თაფლის დაფასოებას და ევროპის ქვეყნებში გატანას.


სათბურის მეპატრონეებს ვესაუბრეთ მათი საქმიანობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პრობლემებზე... ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდასაჭერი მრავალი პროგრამა ამოქმედდა. ჩვენ, მათ  ადგილზევე ვესაუბრეთ აღნიშნულ საგრანტო პროექტების თაობაზე და მათაც მზაობა გამოთქვეს სამომავლოდ მონაწილეობის მიღების“, - აღნიშნავს ცოტნე ზურაბიანი.











კომენტარები:

ფართი შოპი