ფოთში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა

07 May 2020 01:47

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ,,ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს, კომპანიამ ჯამში 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა. ,,ბევრილი ჯგუფი“  პურის ფქვილთან ერთად, პურპროდუქტებს აწარმოებს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად  კომპანია 24 საათიანი დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს. კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია.


საწარმოო პროცესს და არსებულ მარაგებს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.


კომპანია პურის ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. გარდა ამისა ყოველდღიურად აცხობს 10 სახეობის 27 ათას ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს, 16 სახეობის ორცხობილას. საწარმოო პროცესში ყოველდღიურად 250 ადამიანია დასაქმებული, კომპანია ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ,,ბევრილი ჯგუფმა" სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ,,კოვიდ 19“-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.



კომენტარები:

ფართი შოპი