საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს რობერტო ფიკოს ესაუბრა

09 May 2020 03:16

კოლეგებმა COVID19-ის პანდემიასთან ბრძოლის შედეგები და პოსტკრიზისულ პერიოდში სოციალური და ეკონომიკური პროგრამების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. 


არჩილ თალაკვაძემ იტალიელ კოლეგასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით პანდემიის დასრულება მალე მოხდება. 


“შთამბეჭდავი იყო იტალიელი ექიმების და სამედიცინო პერსონალის თავდადება ადამიანების მიმართ, ასევე საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობა რაც იმ რთულ დღეებში მთელმა მსოფლიომ დაინახა. ბევრი ძვირფასი ადამიანი დაკარგეთ, რის გამოც მწუხარებას გამოვხატავთ. გვჯერა, იტალია აღიდგენს ძალებს და კარგი დღეები დაბრუნდება” - ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ რობერტო ფიკოს.



კომენტარები:

ფართი შოპი