არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

09 May 2020 03:21

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.


 COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, პოსტკრიზისული პერიოდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამები და მათი დაფინანსება, მსხვილი კორპორაციების და საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები - ეს ის საკითხებია, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან განიხილა.

 

კონგრესმენები ალექს მუნი და ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტს წარმოადგენენ, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი.



კომენტარები:

ფართი შოპი