პატიმრის დედის ღია წერილი - პრეზიდენტს!

17 Aug 2017 15:40

ლია ხიდაშელი, პატიმარ ზურა საჯაიას დედა:



ჩემს წინა წერილში მე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში გამართული ინსტიტუტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მისი მინისტრის,  კახი კახიშვილის შესახებ. ახლა მოგახსენებთ თქვენთვის არც თუ უცხო ამბავს პროკურატურისა და სასამართლოების შესახებ: ამბავს მოგითხობთ ობიექტურად რადგან ეს ამბავი იცის სრულიად ზემო აჭარამ - თუ რა მოხდა შუახევში 2015 წლის 3 მაისს, სადაც ჩემი შვილი ზურა საჯაია მუშაობდა "შუახევჰესის" მშენებლობაზე. 


წირვის შემდეგ ეკლესიიდან მომავალ სტიქაროსანს მთვრალმა ადგილობრივებმა აგინეს, როგორ გაბედე მანქანით გზა დაგვიკეტეო. მერე მანქანაში მჯდომი ცოლის გაუპატიურება დაუპირეს. მანქანიდან გადასულს დაესივნენ დაახლოებით 5-7 კაცი და წრეში ცემდნენ. წაქცეულმა ჩემმა შვილმა მოახერხა აეღო მათივე დაგდებული დანა და ასე ვთქვათ გაკაფა მოძალადეები. ერთს ხელზე მეორეს მკერდზე და მესამეს ორგანიზატორს და მაგინებელს, მუცელზე 2სმ ჭრილობა მიაყენა, ამით ხევში გადაგდებისგან დაუეჭველი სიკვდილისგან იხსნა თავი და გაეცალა იქაურობას. 


ამ ჩემს მოყოლილ ამბავს და გიდასტურებთ მთელი ზემო აჭარის მოსახლეობა. თავდამსხმელები თავისი ფეხით მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც დარაჯის გარდა არ დახვდათ. არავინ იქაც დებოში მოაწყვეს მაგრამ ვინ გაუწევდათ დახმარებას, როცა მთელი კოლექტივი გაფიცული იყო.  "უნიმედ აჭარა"დაჯარიმდა 10000 ლარით . ის დაჭრილი ახალგაზრდა შიდა სისხლისდენით გარდაიცვალა, რადგან რეანომობილი ამოვიდა 2 საათის მერე. ჭრილობა არ იყო სასიკვდილო (ექსპერტიზის დასკვნით) ჩემს შვილს იჭერენ და ასამართლებენ განზრახ მკვლელობის მუხლით. 


პროკურატურას საერთოდ არ უმსჯელია აუცილებელ მოგერიებაზე. პროკურატურის არასწორი ქმედებიგან დასაცავად მივმართე ერთ-ერთ პარლამენტარს, რომელიც ამავე დროს საპროკურორო საბჭოს წევრიცაა. ობიექტურად გამოეძიებინათ ეს საქმე. არც მიმიღო! მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი ერთად ვიდექით ქუჩაში "ნაც. რეჟიმთან" ბრძოლის დროს. ეს ის საპროკურორო საბჭოა რომლის მუშაობის შესახებ ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ: აირჩიეს შოთაძე პროკურორად!!! შემდეგ იყო სააპელაციო - ქუთაისის. 


ბატონებო! იურისტი არ სჭირდება მოსამართლე სირაძის დაწერილ განჩინებას რომ მიხვდე რომ საქმე არ წაუკითხავად გადმოაკოპირეს. 


ჩამოვჩოჩდით უზენაესამდე. ჩემს ერთ მეგობარს რომელსაც ნაცნობობა აკავშირებს სამსახურეობრივი უზენაესის "უზენაეს" წევრებთან, ვთხოვე იქნებ უზენაესში წაიკითხონ უამრავი დარღვევებით შეთითხნილი საქმე და არსებითი განხილვა დანიშნონ თქო. პასუხი გამაოგნებელი იყო - არსებითად რომელი საქმე განვიხილოთ მურუსიძე წყვეტსო, იქნებ მურუსიძესთან მოძებნოს ვინმე ნაცნობი დედამისმაო!!!  ჩემმა მეგობარმა უპასუხა: დედამისი 9წელი იდგა ქუჩაში და აპროტესტებდა მურუსიძეებისთანა არაკაცების ნამოქმედარს, მაგან ვინ უნდა იპოვოს საერთო ნაცნობი, ან კი ეცდება როგორ ფიქრობთო?! .ასე დავრჩით უსამართლო განაჩენის მსხვერპლი დედა-შვილი. 


წელია ჩემი შვილი უსამართლო განაჩენით ზის ციხეში. მისი ბოლო სიტყვა სასამართლო პროცესზე იყო - ჩემი დანაშაული ის არის რომ თავი გადავირჩინეო... 


პროკურატურა, რომელიც ნარკობარიგებს საპროცესო შეთანხმებით გარეთ უშვებს, სასამართლო სადაც მთავარი ფიგურა მურუსიძეა! აი ჩვენი რეალობა მეგობრებო! ასეთი საქართველოსთვის არ გვიბრძოლია ჩვენ! 


მადლობა მინდა ვუთხრა ზემო აჭარის მოსახლეობას, რომელიც გვერდით მიდგას დღემდ,ე რადგან ჩემმა შვილმა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ყველა ერთხმად ამბობს: დაღუპეს ეს კარგი ბიჭი და თავიც დაიღუპაო. 


მივმართავ პრეზიდენტს! იქნებ გაითვალისწინოთ არასწორი განაჩენი დამდგარი ზურა საჯაიას მიმართ და შეუმსუბუქოთ სასჯელი, რადგან ზურას ადგილი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მონაწილეობაა და არა ხანგრძლივად ციხეში ჯდომა. 


ცნობისთვის - ისე არ აშენებულა საქართველოში გლობალური რამ, არაფერი დაწყებული ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით -  ზურა საჯაიას რომ არ მიეღო მონაწილეობა...


კომენტარები:

ფართი შოპი