სამეგრელოში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცეს

09 May 2020 16:32

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს.


ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 18 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან  ფულადი დახმარებები და  სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცემა.



კომენტარები:

ფართი შოპი